სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა სენაკის მუნიციპალიტეტის ახალი მერი წარადგინა

2017-11-13 12:40:00

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალი მერი ლევან კუპრეიშვილი თანამშრომლებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.

"თქვენი ახალი მერი ევროპული განათლების მქონე და გამოცდილი კადრია. მიხარია, რომ ასეთი ენერგიული მერი ჰყავს სენაკს. წარმატეტებს ვუსურვებ ლევანს, ის მოდის კონკრეტული გეგმებით უკეთესი სენაკისთვის! ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ სენაკში" - განაცხადა ახალი მერის წარდგენაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

თავის მხრვ, თანამშრომლებს მიესალმა და სამომავლო გეგმები გააცნო სენაკის ახალმა მერმა ლევან კუპრეიშვილმა. ლევან შონიამ და ლევან კუპრეიშვილმა სენაკის ყოფილ გამგებელს გოჩა დგებუაძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ლევან კუპრეიშვილი ევროპული მენეჯმენტის სკოლა – ESM-Tbilisi კურსდამთავრებულია, ის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია; 2007 წელს სწავლობდა ინგლისის ქალაქ ბორნმუსში, ბიზნესის სკოლაში – BBSI (Bornmuth Business School International); 2009 წლის იანვარში სწავლა გააგრძელა ინგლისის ქ. ბრაიტონში, Bellerbys College, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და წლის საუკეთესო სტუდენტთა შორის მოხვდა; 2009 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა ინგლისის მოწინავე უნივერსიტეტში The University Of Warwick, სადაც დაიცვა სამეცნიერო დისერტაცია თემაზე – „სტრატეგიული ლოგისტიკური ჰაბების შედარებითი ანალიზი“.

ლევან კუპრეიშვილი 2007-2008 წლებში მუშაობდა ლოგისტიკურ კომპანია Mika Gorgia-ში ლოგისტიკის მენეჯერად; 2010-2013 წლებში იყო ლოგისტიკური და სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო კომპანია „ბასოს“ დირექტორი; 2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვაში“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო