სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუობა 2017

2017-11-04 17:05:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში "ჩხოროწყობა 2017" აღინიშნა. დღესასწაული „საპატიო ჩხოროწყუელის“ დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. საპატიო ტიტული მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 8 ჩხოროწყუელს მიენიჭა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან სხვადსხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები, ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრებია გამოფენილი. ტრადიციული კერძების დაგემოვნება და გამოფენების დათვალიერებას სტუმრებს დღის ბოლომდე შეუძლიათ.

ღონისძიების პროგრამის ფარგლებში, ცენტრში მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომლებმაც მოსახლეობასთან ერთად სახალხო სეირნობაში მიიღეს მონაწილეობა.

დღესვე ჩხოროწყუში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, სოფელ ხაბუმეში ბაღის მშენებლობისთვის 195 ათასი ლარი დაიხარჯა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისია და გათვლილია 50 აღსაზრდელზე. საბავშვო ბაღთან ერთად კეთილმოეწყო ეზო და სათამაშო სივრცე.

„ჩხოროწყუობა 2017“ გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. დღესასწაული სისტემატიურად 2013 წლიდან აღინიშნება.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო