სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2017-09-11 21:24:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონში 50 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავდა. მუშაობს ასევე მავნებელთან ბრძოლის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო დროებითი შტაბი.

მიმდინარე ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე, სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველ მოადგილესთან კობა ქანთარიასთან ერთად უძღვებოდა.

მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრაზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს იმ დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა, რომლებსაც სახელმწიფო დასავლეთ საქართველოში და კონკრეტულად სამეგრელოში გეგმავს. გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, მავნებლის პოპულაციის შემცირების და ლოკალიზების თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობა.

„სახელმწიფო აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია,როგორც ღონისძიებების მასშტაბურობის გაზრდა , ასევე მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, რაშიც ყველა რგოლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“ -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგოდ, სულ 83 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში, ინტენსიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთებს და ნათეს ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და სამანქანე აგრეგატებით ამუშავებს. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულია ასევე მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი, რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო