სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 9 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა

2017-09-08 16:34:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 9 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ლაშა გოგიამ საზოგადოებას განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გამგებელმა ასევე წარმოადგინა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული პროგრამები.

2016 წლის დეკემბრიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 36 მილიონი ლარის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს 22 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.

9 თვის განმავლობაში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 624 მეტრ გზას. გზებზე მოეწყო გარე განათების ბოძები, რისთვისაც 111 000 ლარი დაიხარჯა. 

2016 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე წყალმომარაგების ქსელი მოეწყო 7812 მეტრზე რისთვისაც, 314 930 ლარი დაიხარჯა. ამჟამად, წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს 24 636 მეტრზე, შენდება 4 ავზი, სამუშაოების სრული ღირებულება 826 067 ლარს შეადგენს.

დეკემბრიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამებით 6 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ამ ხნის განმავლობაში სოციალურ პროგრამებზე 400 ათას ლარამდე დაიხარჯა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით კი 1311 მოქალაქე დაფინანსდა. სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის ახალი სახლების მშენებლობა. ახალ წელს ახალ სახლებში 27 სოციალურად დაუცველი ოჯახი შეხვდება. გასულ წლებში სახლები უკვე გადაეცა 41 ოჯახს. ლაშა გოგიამ დღეს სახლების მფლობელებს სიმბოლური გასაღებები გადასცა.

გამგებელმა საზოგადოებას მუნიციპალიტეტის განვითარების 4 წლიანი გეგმა წარუდგინა, რომელიც საკრებულოს მიერაა დამტკიცებული. 

2018 - 2021 წლებში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 70-მდე გზას, რითაც მუნიციპალიტეტის სოფლბში ცენტრალურ და შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის ყველა პრობლემურ ნაწილი მოწესრიგდება. აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 14 ხიდს.

ლაშა გოგიამ, შეკრებილებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალი პროექტიც გააცნო, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების უცხოეთში სწავლების დაფინანსებას გულისხობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 3 სტუდენტს დააფინანსებს და ვალდებულებად მიღებული განათლების მუნიციპალიტეტში გამოყენებას ჩაუდებს.
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15
16
1718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო