სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

სტიქია მესტიაში - მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

2017-09-07 12:35:00

ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში შიდა სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ძლიერმა წვიმამ მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში,  “ხერაში“-ს ღელეს ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ჭოლასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დააზიანა. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ  რეჟიმში მიმდინარეოსბ გზის გაწმენდითი სამუშაოები.

უხვმა ნალექმა ასევე დააზიანა მულახი და მუჟალის ადმინისტრაციულ ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ პარალიზებულია. ამ დროსითვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში “კაერის” ღელე ადიდდა, რამაც საფრთხე შეუქმნა საგზაო ინფრასტრუქტურას. ადიდებულმა ღელემ დროებით შეაფერხა საგზაო მოძრაობა, თუმცა დროული რეაგირების შედეგად საგზაო მოძრაობის აღდგენა მალევე გახდა შესაძლებელი.

სტიქიის ადგილებში, იმყოფება მესტიის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი შესაბამის სამსახურების წარმოამდგენლებთან ერთად. გამგეობაში შექმნილია საგანგებო შტაბი. ამ დროისთვის სტიქიის ზონებში მიმდინარეობს  სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2017 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
202122
23
242526
27282930   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო