სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2017-08-08 14:46:00

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუულთა ხსოვნას.

დღვანდელ სხდომაზე, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა.

ცვლილებები ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმებს შეეხო, რასაც საბჭოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა წარადგინა საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა კი მუჟავას ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროექტი. ამასთან, სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის პროექტები წარადგინეს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.

ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატოორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო