სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია დაარსდა

2017-08-07 16:37:00

2017 წლის 7 აგვისტოს, ზუგდიდში კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია დაარსდა. მეღვინეებისა და მევენახეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ასოციაციის დამფუძნებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც. ასოციაციის თავმჯდომარედ მიხეილ ცირდავა აირჩიეს. 

ასოციაციის დაარსებას წინ უძღოდა სამეცნიერო კონფერემცია „მეღვინეობა-მევენახეობა სამეგრელოში“, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. სწორედ ამ კონფერენციაზე დაისვა საკითხი შექმნილიყო კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია.

ახლადშექმნილი ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს მივიწყებული, გადაშენების პირას მყოფი კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენას და იზრუნოს მათ გაშენებაზე (კოლოში, ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში, ჩეში და ა.შ). ასოციაციაში გაწევრიანება ყველა მსურველს შეეძლება.

ასევე, ასოციაციის შექმნის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვრებს გარეთ. გაერთიანების გეგმებში შედის ასევე სანერგე მეურნეობის შექმნა და ტრადიციული მეღვინეობის შესახებ მეწარმეთათვის ტრენინგების ჩატარება. 

ახლადშექმნილი ბიზნეს-გაერთიანების საქმიანობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩართვას ხელს აფზახეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეუწყობს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო