სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2017-07-25 18:14:00

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

დღვანდელ სხდომაზე, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა.

ცვლილებები ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმებს შეეხო, რასაც საბჭოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა წარადგინა დარჩელი-ორსანტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, საერთო ღირებულებით 2,4 მილიონი ლარი. მეორე ცვლილება კი დიდინეძი-კახათის საავტმობილო გზის პროექტს ეხება, რომლის საერთო ღირებულებაც 2,6 მილიონ ლარს შეადგენს.

სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტმა დამატებით 8 ქუჩის მოასფალტების პროექტი წარადგინა, რომლის საერთო ღირებულებაც 428 916 ლარს შეადგენს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატოორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო