სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელოში სამშობიარო სახლებს შესაბამისი დონეები მიენიჭათ

2017-07-16 12:42:00

სამეგრელოს რეგიონში, სამშობიარო სახლებს, არსებული შესაძლებლობებისა და მომსახურების ტიპების მიხედვით შესაბამისი დონეები მიენიჭათ.

პერინატალური მომსახურების პირველი დონე მიენიჭათ - ხობის, მესტიის და მარტვილის სამედიცინო დაწესებულებებს, ხოლო მეორე დონე ზუგდიდის „ევექსი“-ს, „ლაიფი“-ს და სენაკის „სენამედი“-ს სამშობიარო კლინიკებს.

შესაბამისი სერთიფიკატები კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა გადასცა.

ნინო ბერძულის თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას და შესაბამისად შეამცირებს ავადობისა და სიკვდილობის მაჩვენებლებს.

პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სულ შეფასდა 107 სამეანო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 25. 

პროექტი ამერიკის მთავრობის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და ,,World Vision”- საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, ლაშა გვასალია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამშობიარო სახლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო