სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ვლაქერნობა 2017

2017-07-15 11:55:00

დღეს ვლაქერნობაა. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ვლაქერნობის დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ლევან შონიამ მართლმადიდებელ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ, უდიდიდეს ქრისტიანულ დღსასწაულს - ვლაქერნობას! ეს ის დღეა, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ხელთუქმნელი სამოსელი უკვე საუკუნეებია საქართველოშია. მახარებს, რომ ის ჩვენს რეგიონშია დავანებული. დღეს, ზუგდიდში მომლოცველები მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოდიან. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს, ღვთისმშობელმა გააძლიეროს და დაიფაროს მისი წილხვედრი ქვეყანა!" - განაცხადა გუბერნატორმა.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა.

მართლმადიდებლური ეკლესია 15 ივლისს, ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ და აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ამ უდიდეს სიწმინდეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო