სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა

2017-07-10 15:55:00

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობასა და მეთხილეობის დარგში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნუგზარ გაბელიამ, სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ექსპორტიორებს, თხილის გადამამუშავებელი კომპანიების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებს აზიური ფაროსანას საწინააღდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მცენარეთა ინვაზიური მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. ამ დროისთვის ქიმიური წამლობა 48 000 ჰექტარზეა ჩატარებული. 

„აზიური ფაროსანას საწინააღდმეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. განმეორებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, მავნებლის გავრცელება შემცირებულია, რაც ღონისძიებების ეფექტიანობას ადასტურებს. სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მონიტორინგს განაგრძობს. აგრეთვე, გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია ფერმერებთან, რათა მომავალში ეფექტიანად ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები და თავიდან იქნას აცილებული თხილის მოსავლის შემცირება, რაც, წელს უხვი ნალექების გამო თხილში გავრცელებულმა სხვადსხვა სოკოვანმა დაავდებებმა განაპირობა,“-განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ატარებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო