სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთის დევნილთა ჩასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

2017-06-27 14:57:00

ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით, საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ქალაქ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორმა ვინსენტ დონტონმა და პოლონეთის ელჩის მრჩეველმა პჟემისლავ პიეჟმა ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც 2017 წლის ბოლომდე დევნილი ბავშვებისთვის ბაღი აშენდება. მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი.

ახალ დასახლებაში, სადაც 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე არც ერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სახელმწიფომ გაითვალისწინა დევნილი ოჯახების მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების ხელშეწყობით, 2017 წლის ბოლოს ფოთის დევნილთა ჩასახლებას საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნება.

მშენებლობის სატენდერო ღირებულება 160 000 ევროს შეადგენს. საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი განახორციელებს. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222325262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო