სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

მუნიციპალიტეტები ნარჩებნების მართვის 5 წლიან გეგმას მიიღებენ

2017-06-22 12:08:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას“.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების კოდექსით დადგენილ ვადაში (2017 წლის 31 დეკემბრამდე) შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2018 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10
11
1213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო