სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩეხეთის სენატორები გუბერნატორის მოადგილეს და ზუგდიდის მერს შეხვდნენ

2017-06-14 20:28:00

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის, ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ კოლიბა, მის მოადგილეებთან ამავე კომიტეტის წევრებთან და საქართველოში ჩეხეთის რებპუბლიკის ელჩთან, ტომაშ პერნიცკისთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს, დავით კოდუას, ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს, ნუგზარ გაბელიას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯანდაცვის კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას. გუბერნატორის მოადგილემ და ქალაქის მერმა სტუმრებს ჯანდაცვის სფეროში ჩატარებული რეფორმის, არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დავით კოდუა, ჩეხეთის დელეგაციას სოფელ რუხში მშენებარე მულტიფუნქციურ საუნივერსისეტეო საავადმყოფოსა და C ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრზე ესაუბრა, რომელიც ადგილობრივებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ემსახურება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სენატორებს ქალაქსა და რეგიონში არსებული ზოგადი ვითარება და მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს.

ჩეხეთის სენატის წევრები საქართველოში 11 ივნისს ჩამოვიდნენ და 16 ივნისამდე დარჩებიან, მათ შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს პარლამენტში. სენატორები დღესვე ზუგდიდის გამგებლის მოადგილესთან ერთად სოფელ ხურჩაში იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო