სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პროექტ „შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში ზუგდიდში, ანაკლიასა და რუხში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება

2017-06-12 09:38:00

15 ივნისს ანაკლიასა და რუხში პროექტ შემოსაზღვრე საართველოს ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი  კი ადგილობრივი მოსახლეობისათვის და აფხაზეთიდან დევნილებისათვის  სპეკტაკლს გამართავს ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე.

რუხის საჯარო სკოლაში გაიმართება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ. რუხის სკოლაშივე ჩატარდება გაგა ლომიძის ლექცია - ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ. 

პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება, ანაკლიის ციხესიმაგრეშიც. აქ ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროექტ „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღონ მონაწილეობა, რომელიც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ორგანიზებით ტარდება. ვეფხისტყაოსნის გადაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან  „მოგზაურობს“ და ამჯერად, პროექტის „შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში,  კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა პოემის გადაწერის პროცესში.

15 ივნისის ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც ასევე ქართველი მუსიკოს - შემსრულებლების მონაწილეობით და ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივების ჩართულობით გაიმართება. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცემა კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

„შემოსაზღვრე საქართველო“  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტი ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებულია.

ღონისძიებების განრიგი:

► 18:00 - 19:20 ქ. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე - ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“  - დასწრება თავისუფალია;

► 19:30 - 21:40 - ქ. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე - ლევან ლომაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი“ ჩვენება (სცენარი: გურამ მეგრელიშვილი, ნინია სადღობელაშვილი);

► 18:00 – 18:30 სოფ. რუხი (რუხის სკოლა):  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ;

► 18:30-19:00  სოფ. რუხი (რუხის სკოლა):  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ლიტერატორის და მთარგმნელის გაგა ლომიძის ლექცია - ნიკოლოზ ბარათაშვილი  - 200.

► 18:00 - დან - 23:00 მდე - ანაკლიის ციხე:  „გადაწერე „ვეფხისტყაოსანი“;

► 19:00 – 19:50 ანაკლიის ციხე : მუსიკალური კონცერტი - ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“

► 21:00 – 22:20 - ანაკლიის ციხე:  მუსიკალური კონცერტი - გიგა პაპასკირი და ელენე მიქიაშვილი.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15
16
1718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო