სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი და გუბერნატორი ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ

2017-06-11 17:08:00

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად გაეცნო. მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეების გადაადგილების პროცესაც დააკვირდა. ლინას ლინკევიჩმა დღესვე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში გაუქმებული ე.წ. გამშვები პუნქტიც დაათვალიერა. ლინას ლინკევიჩუსს ლევან შონიამ რეგიონში არსებული ზოგადი ვითარება გააცნო.

„დასანანია ის რეალობა რასაც ვხედავთ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება არა აქვთ. ის რაც აქ ხდება საერთაშორისო დანაშაულია - ეს არის დამოუკიდებელი სახლმწიფოს ანექსია. ხალხის, საზოგადოების შუაზე გახლეჩა. ის დაბრკოლებები, რომელსაც უქმნიან ადამიანებს ჩემი შეფასებით ძალიან ცუდი სანახავია. 

რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლი სახელმწიფოს ტერიტორიების მითვისება არ დარჩება რეაგირების გარეშე. ამ ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოყვება. აქ არა მარტო საქართველოზეა საუბარი, არამედ ყირიმზე და სხვა რეგიონებზე, ეს არის საერთაშორისო დანაშაული.

საერთაშორისო ბერკეტი არის არ აღიარების პოლიტიკა, რომელიც უნდა გაგრძელდეს ფინანსური, პოლიტიკური და სხვა ასპექტებით. ეს პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ სიტუაცია მოგვარდება“ განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა ენგურის ხიდზე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო