სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გზის მშენებლობის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

2017-06-05 15:48:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა რეაბილირტაციის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს:

დასრულდა წალენჯიხა-ჯვარზენის გზის 7.2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში დაიგო, ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრეები, გადასასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასველები, კიუვეტები. ამჟამად მოსაცდელების მშენებლობა მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოიცავდა ქალაქ წალენჯიხიდან, სოფელ ოჭანეს, ზედა საჩინოს უბნამდე მონაკვეთს.

მეორე ეტაპის სამუშაოები კი ზედა საჩინო-ჯვარზენის მონაკვეთს მოიცავს და წელს დასრულდება (7,5 კილომეტრი). წალენჯიხა-ჯვარზენის გზა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამორტიზირებული იყო.

ამჯამად მიმდინარეობს წალენჯიხა-ნაკიფუ-ჩხოროწუ დამაკავშირებელი 8 კილომეტრიანი გზის მშენებლობა.

წელს დაიწყება, ობუჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი 9 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. წელსვე მოხდება წალენჯიხა-მიქავას დამაკავშირებელი 7 კილომეტრიანი გზის მშენებლობა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, წელსვე მოხდება, 9 ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. ახალი გზები დაიგება: ქალაქ წალენჯიხის - წურწუმიას, ადამიას, ფიფიას, სოხუმის მარჯვენა სანაპიროს, ხობელიას, სამეგრელოს, ტაბიძის, ქალაქ ჯვარში კი კოსტავას და ყაზმეგის ქუჩებზე. 2013-2016 წლებში რეაბილიტირდა 21 შიდა ქუჩა.

ამჟამად დასრულებულია წალენჯიხა-საჩინო-ჩქვალერის დამაკავშირებელი გზის პროექტირება. საჩინო-ჩქვალერის მიმართულებით, ახალი 5 კილომეტრიანი გზა დაიგება. ამავე გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა კი 2013 წელს დასრულდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო