სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ენგურჰესის ტურისტულ ზონად ქცევის პროცესი ახალ ეტაპზე გადადის

2017-05-04 19:00:00

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ ზონად ქცევის პროცესი ახალ ეტაპზე გადადის.

ენერგეტიკის სამისნიტროსთან ერთად შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“ უახლოეს მომავალში ზონის პროექტირებაზე ტენდერს გამოაცხადებს. ტურისტული ზონის კონცეფციის საბოლოო სახით შემუშავების მიზნით, სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ლევან მებონიასთან ერთად აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) წევრებსა და საქართველოს 17 უმსხვილესი ტურისტული ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ტურისტული ზონის პროექტირებისთვის სატენდერო თანხები სახელმწიფოს მხრიდან ეკვე მობილიზებულია და ის მაისის თვეში გამოცხადდება.

პროექტირების ეტაპი 1 წელს გასტანს, რომლის შემდეგაც თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების განხორციელება დაიწყება. ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. მისი განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის.

უახლოეს მომავალში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას ვიდეო რგოლს წარუდგენს, რომელიც ზონის ტურისტულ–კულტურულ კონცეფციას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ–კულტურული ზონის სტრატეგიული გეგმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ენერგეტიკის სამინისტროსთან და შპს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოსთან, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად მომზადდა. სტრატეგიული გეგმა მიზნად ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად რეგიონის ინფრასტუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო