სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

GEM Fest-ის დროისთვის საოჯახო სასტუმროები უკვე დაჯავშნილია

2017-05-03 16:21:00

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest-ის, პროექტ ZRDA-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტი გააცნეს.

პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. განსაკუთრებით ანაკლიასა და განმუხურში, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის (GEM Fest) გამართვასთან დაკავშირებით არსებული ინვესტიციებისა და შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაში.

პროექტის მიზანია საოჯახო სასტუმროებისთვის ციფრული მარკეტინგის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რეკლამირების პაკეტების მიწოდება; საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის ტრენინგების გამართვა და ბიზნესის მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების ხელშეწყობა. 

დღეის მდგომარეობით, ანაკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის ბენეფიციართა ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი ან გაყიდულია, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, აშშ-დან, კანადიდან, ბრაზილიიდან და ა.შ. 

პროექტის განხორციელების შედეგად სამუშაო ადგილები შეიქმნება, გაიზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. USAID პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და Gem fest-თან ერთად ახორციელებს, პროექტი 2021 წელს დასრულდება.

USAID-ის პროექტ Zrda-ამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად, წამყვანი ტუროპერატორების ტური მოაწყვეს, პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთი უკვე წარდგა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB BERLIN.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო