სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხა-ჯვარზენს ახალი გზით დაუკავშირდება - სამუშაოები გუბერნატორმა დაათვალიერა

2017-05-02 16:27:00

წალენჯიხა-ჯვარზენის გზის 7.2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, სამუშაოების დასრულების შემდეგ წალენჯიხა და ჯვარზენი უახლოესი გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ეს გზა ამორტიზირებული იყო და აქ გადაადგილება, მსუბუქი მანქანებისთვის თითქმის შეუძლებელი იყო, ამჯერად კი თქვენ ხედავთ თანამედროვე კეთილმოწყობილ გზას, ყველა საგზაო ინფრასტრუქტურით და მოსაცდელებით“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ. 

პროექტის ფარგლებში დაიგო, ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრეები, გადასასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასველები, კიუვეტები. ამჟამად საგზაო ნიშნების მოწყობა და მოსაცდელების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებზე 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება, მოიცავს ქალაქ წალენჯიხიდან, სოფელ ოჭანეს, ზედა საჩინოს უბნამდე მონაკვეთს. მეორე ეტაპის სამუშაოები კი ზედა საჩინო-ჯვარზენის მონაკვეთს მოიცავს და წელს დასრულდება.
წალენჯიხა-ჯვარზენის გზა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამორტიზირებული იყო.

წალენჯიხა-ჯვარზენის გზის რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი ახორცილებეს, პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო