სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სტიქიის შემდეგ სამეგრელოში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

2017-04-24 10:35:00

23 აპრილს ძლიერმა ქარმა სამეგრელოში 12 მრავალსართულიან კორპუსს და ათობით კერძო საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. სახურავები დაზაინებულია საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე. სტიქიამ მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, აბაშის, ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტებში. ძლიერი ქარმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები და ბოძები.

სტიქიის გამო შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. პრობლემურ ადგილზე დროულად იყვნენ მობილიზებულნი როგორც მუნიციპალიტეტის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

წუხელვე დაზიანებული სახლების დროებითი გადახურვა მოხდა. დაზიანებული კორპუსების აღდგენითი სამუშაოები კი დღეიდან დაიწყება. დროულად მოხდა გზების დაზიანებული ხეებისგან მოსუფთავდებაც, წაქცეული ხეები მოიჭრა ეზოებსა და სკვერებში.

ამ დროისთვის, ელექტრო ენერგიის მიწოდება ყველა რაიონულ ცენტრში აღდგენილია, ელექტრო ენერგიის გარეშე მხოლოდ ზუგდიდის და წალენჯიხის რამდენიმე სოფელი რჩება, დაზიანებულ კერებზე სამუშაოები "ენერგო პრო ჯორჯიამ" დილიდან  დაიწყო და ელ. მომარაგება ყველა აბონენტს დღეს აღუდგება.

ქარის შედეგად დაზიანდა სამი საჯარო სკოლის სახურავი წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. სამივე სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა და გადახურვის სამუშაოები დღესვე დაიწყება. ქარის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა ჩხროწყუს მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღი, სადაც დროებითი გადახურვა მოხდა და სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.

ქარმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, სადაც დაზიანდა 12 მრავალბინიანი კორპუსის სახურავი და ნაწილობრივ დააზიანა 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი.  მრავალბინიანი კორპუსების სახურავები დაზიანდა ჯვარში, წალენჯიხაში, ფოცხოეწერსა და ზღვაიას დასახლებაში.

ძლიერმა ქარმა კერძო სახლების სახურავები ნაწილობრივ დააზიანა ზუგდიდის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებშიც.

ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტებში მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო