სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიქალაქი ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის სააღდგომო მილოცვა

2017-04-16 00:09:00

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!

ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენი რეგიონის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას, ჩვენს რეგიონში მცხოვრებ დევნილებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს. 

ძალიან მძიმეა, რომ ამ დღეს ვერ ავღნიშნავთ აფხაზეთში მდებარე ჩვენს უძველეს ტაძრებში. ძნელია, რომ, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს - დიდ ორშაბათს, ვერ მივდივართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ჩვენი ახლობლების საფლავებზე, თუმცა მჯერა, რომ ეს დროებითია და ახლო მომავალში, ბრწყინვალე აღდგომას აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებთ. 

აღდგომა უდიდესი დღესასწაულია! ეს არის ყველაზე დიდი სიხარულისა და იმედის მომტანი დღე! ეს არის დღე, როდესაც სიცოცხლემ სიკვდილზე გაიმარჯვა, სიკეთემ ბოროტებას სძლია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!  

ქრისტე აღდგა - ჭეშმარიტად აღდგა!

 
                                                     პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი - ლევან შონია

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2017 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324252627
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო