სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში და განმუხურში ტურისტული სეზონის სამზადისი მიმდინარეობს

2017-03-27 17:04:00

ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონის სამზადისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო. მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასტუმროების მშენებლობის პროცესი და ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ჯემ ფესტი – 2017“ გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი ანაკლიასა და განმუხურში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდა და USAID-ის პროექტის „ზრდა“ ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნო. როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული სერვისის განვითარება, გაუმჯობესებული წვდომა ფინანსურ რესურსებზე, თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიებისა და ტურისტული მომსახურების პაკეტების შემუშავება, სასტუმროების პოპულარიცაზია საერთაშორისო ტურისტულ საძიებო ვებ-გვერდებზე რეგისტრაციის გზით და ა.შ.

შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, ანაკლიისა და განმუხურის სასტუმროებმა უკვე დაიწყეს არაერთი ქვეყნიდან ჯავშნების მიღება ზაფხულის სეზონისთვის. მათი განცხადებით, ამას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი მთავრობის ინიციატივით განხორციელებულმა პროექტებმა და „ჯემ ფესტის“ მუსიკალურმა ფესტივალმა, რომელიც ანაკლიასა და განმუხურში 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ჯემ ფესტი“ ანაკლიასა და განმუხურში მესამედ ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი წელს პირველად პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. სახელმწიფოს მხარდაჭერით დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის, Check in Georgia-ს ქვეშ გაერთიანდება.

„ჯემ-ფესტის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი 2017 წელს 33 დღის განმავლობაში 500-ზე მეტ არტისტს და 130 000-ზე მეტ მსმენელს უმასპინძლებს. „ჯემ-ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილია 100-ზე მეტი გასართობი და სპორტული ღონისძიება, ვორქშოფები, მასტერკლასები, კინოფესტივალი და ა.შ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო