სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალზე ITB BERLIN წარსდგა

2017-03-08 17:37:00

წელს პირველად, სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB BERLIN იღებს მონაწიელობას. გამოფენა დღეს გაიხსნა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნები და საერთაშორისო ტურ ოპერატორები იღებენ.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე რეგიონის  ტურისტული ობიექტები და არსებული პოტენციალი საერთაშორისო ტურ-ოპერტორებს გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.

„ჩვენ წელს პირველად ვმონაწილეობთ მსგავსი მასშტაბის გამოფენაში, ესაა ახალი შესაძლებლობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, ჩვენი პავილიონი საკმაოდ დატვირთულია და დაინტერესება დიდია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონით. ჩვენ წარვადგინეთ, რეგიონის შესახებ სხვადასხვა ბროშურები, ბუკლეტები, წიგნები ვიდეოპროდუქცია“ - აღნიშნა გუბერნატორმა.

გამოფენაზე ცალკეა წარმოდგენლია Gem fest და ზუგდიდის გამგეობა. საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დამფუძვნებელმა გიორგი სიგუამ დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ლაინაფი გააცნო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა USAID -ის პროექტ „ზრდა საქართველოში“ დახმარებით და მეღვინეობა „ხარებას“ სპონსორობით გახდა  შესაძლებელი.

ITB BERLIN საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელშიც საერთაშორისო ტურ-ოპერატორები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები და ქვეყნები მონაწილეობენ. გამოფენა წელს 8-დან 12 მარტის ჩათვლით გაიმართება. გამოფენის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ განსხვავებული მიმართულების ტურიზმს საერთაშორისო დონეზე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო