სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრმა ზუგდიდში შეხვედრები გამართა

2017-03-03 18:46:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დედის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში აფხაზ და ქართველ დედებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაში რეგიონში მცხოვრები ოცამდე ქართველი და აფხაზი დედა მონაწილეობდა. ქეთევან ციხელაშვილმა მათ დედის დღე მიულოცა და სამშვიდობო პროცესში ქალების როლზე გაამახვილა ყურადღება.

„მსურს, მოგილოცოთ ეს დღესასწაული და გისურვოთ მშვიდობა თქვენი შვილებისთვის. ქალებმა და დედებმა ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობისა და სიცოცხლის ფასი. ქართველ და აფხაზ დედებს ერთი ტკივილი გვაერთიანებს - ტრაგედია, რომელიც არ უნდა მომხდარიყო და აღარასოდეს უნდა განმეორდეს. თქვენს შორის არიან შერეული ოჯახების აფხაზი დედები და ისინი არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიძლიოს დაპირისპირება, ტკივილი და როგორ უნდა ვიაროთ ერთად ჩვენი შვილების, მომავალი თაობების მშვიდობიანი მომავლისკენ და კეთილდღეობისაკენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა. გაიმართა დისკუსიაც. შეხვედრა დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, ასოციაცია „იმედის“ თანაორგანიზატორობით გაიმართა.

დღესვე ქეთევან ციხელაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დათო კოდუასთან, განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურთან და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა.

„თქვენ ცხოვრობთ და ზრდით მომავალ თაობებს იმ სოფლებში, საიდანაც რამდენიმე ასეულ მეტრში თხრილებითა და ხელოვნური ბარიერებით შემოსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორია იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სოფლებში - გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობა თავს გრძნობდეს მყარად, უსაფრთხოდ და ზრდიდეს მომავალ თაობებს. ჩვენ ოკუპაციას სწორედ მშვიდობით, განვითარებით ვუპირისპირდებით და თქვენი საქმიანობით აჩვენებთ იმ უხეშ ძალას, რომელმაც ეს ბარიერები გაავლო, რომ განვითარებას, ბავშვთა უფლებების დაცვას და მათ განათლებაზე ზრუნვას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო