სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიის მიმართულებით გზა გახსნილია - დიდთოვლობა რეგიონში

2017-02-17 14:40:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დიდთოვლობის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ყველა შესაბამისი უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო შატაბები, რომლებსაც კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილი შტაბი უწევს.
 
ამ დროისთვის, ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია, თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები შიდა გზებზე ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯვარი-მესტიის გზაზე ჩამოწოლილი ზვავი გაწმენდილია და ზემო სვანეთის მიმართულებით ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია.
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უამინდობის და დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტის მასშტაბით სწავლა შეწყვეტილია. ამ დროისთვის მიქავას, ნაკიფუს, ობუჯის, ჯგალის, საჩინოს და ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. პრობლემურ ადგიოლებზე გასულია „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე სანტრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია შიდა საუბნო გზებზე. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამოდენიმე სოფელს. ყველა დაზიანებულ უბანში გასულია “ენერგო–პროჯორჯიას” მობილური ჯგუფები. და ელექტროენერგია მოსახლეობას აღუდგება უახლოეს საათებში.  დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია საბავშვო ბაღებში და 12 საჯარო სკოლაში.

 
ქალაქ ზუგდიდში ინტენსიური თოვის გამო მერიის სამსახურები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასული. მთელი დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები, მწვანე ნარგავები, ასევე ქალაქის ცენტრალური და შიდა ქუჩები. იყრება ტექნიკური მარილი.
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო გადაადგილების პრობლემაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში. ამ წუთებში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგეობის საგანგებო შტაბი გამგებლის ხელმძღვანელობით სადღეღამისო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ტექნიკა. ტექნიკური მარილი იყრება ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში.
 
სენაკის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა სამსახურის წარმომადგენლები თოვლის საფარისგან მწვანე ნარგავების გაწმენდას აწარმოებენ. უშაფათის, ფოცხოს, მენჯის, და ეკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.
 
აბაშის მუნიციპალიტეტში ცენტრალური საავტომობილო ტრასა და ქალაქის ქუჩები ინტენსიურად იწმინდება. ამ დროისთვის, თოვლის გამო გზებზე მოძრაობა შეზღუდული არ არის. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი შეუზღუდავად მიეწოდება, არ შეფერხებულა სასწავლო პროცესიც.
 
დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემების შემთხვევაში, 24 საათიან რეჟიმში დარეკეთ ცხელი ხაზის ნომრებზე: 591 41 77 01, 599 42 64 41(გუბერნატორის ადმინისტრაცია), 595 90 11 15 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), 574 41 00 11 (ქალაქი ზუგდიდი).

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო