სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობი ფოთს ახალი უახლოესი გზით დაუკავშირდება

2016-12-02 10:38:00

ხობი ფოთს უახლესი გზით დაუკავშირდება. ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი 10,5 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხობის გამგებელთან ერთად გაეცნო. ახალი გზის მშენებლობისთვის 6 მილიონამდე ლარი იხარჯება. გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის გარდა ეწყობა ხიდები, ტროტუარები, ეზოებში შესავლელები, სანიაღვრეები და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, ეს არის უახლოესი გზა, რომელიც ხობს ფოთთან აკავშირებს. ახალი გზა ქალაქ ხობში მდინარე ხობის ხიდთან იწყება, გაივლის სოფელ მეორე გურიფულს, გაღმა პირველ ხორგას, ახალსოფელს და რკინიგზის სადგურთან მთავრდება. ახალი გზა თეკლათი-ჭალადიდი-ფოთის ავტომაგისტრალს უკავშირდება“ - განაცხადა ახალი გზის მშენებარე ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინასებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო