სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მუხურის ახლადაშენებული მეფუტკრეობის ბაზა გუბერნატორმა დაათვალიერა

2016-11-30 10:40:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და ჩხოროწყუს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზაზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო. ამჟამად სამეცნიერო ბაზაზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუხურში თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით აღჭურვილი კვლევითი ბაზა უახლოეს პერიოდში გაიხსნება, რაც სპეციალისტებს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოების საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს, რაც თაფლს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და მისი მოცულობა 900 000 ლარს შეადგენს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო