სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხაში ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

2016-11-29 15:51:00

წალენჯიხის სოფლებში ჯგალსა და მიქავაში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალი საბავშვო ბაღი გვქონდეს, გამართული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე ინვენტარებით. წლების განმავლობაში საბავშვო ბაღებს ყურადღება არ ექცეოდა, ახლა კი ერთბაშად გვიწევს ყველა პრობლემის მოგვარება. ძალიან ბევრ ბაღს მიხედვა სჭირდება, ჩვენ ამისთვის ძალას არ ვიშურებთ, ხდება როგორც ახალი ბაღების მშენებლობა ასევე რეაბილიტაცია. მე პირადად ვივლი ამ ობიეტებზე და გავაკონტროლებ მათ ხარისხს. ყველაფერი რასაც ვაკეთებთ უნდა იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი. “ - განაცხადა გუბერატორმა.

მიქავას და ჯგალის საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 773 500 ლარი იხარჯება და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „თელა“ აწარმოებს. მიქავას საბავშვო ბაღი 70 აღსაზრდელზეა გათვლილი, ხოლო ჯგალის საბავშვო ბაღი 45 აღსაზრდელზე. ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ორივე სოფელში მომავალ წელს დასრულდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო